ეკა ავსაჯანიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორანტი, თბილისი, საქართველო Email: avsajanishvilieka96@gmail.com https://orcid.org/0000-0002-7110-825X მოკლე აღწერა აბსტრაქტი. ცვალებადი გარემო ორგანიზაციების საქმიანობას ართულებს. მთავარი, ამ შემთხვევაში, ადამიანური რესურსების სწორად მართვაა, რაც ზრდის ადამიანური რესურსების მენეჯმენტთან დაკავშირებული მეცნიერებების მნიშვნელობას, მათ შორისაა კონფლიქტ მენეჯმენტი. გარემო განსაკუთრებით არასტაბილური გახდა კოვიდ პანდემიის დროს, რომელიც 2019 წელს დაიწყო და სრულიად შეცვალა არსებული რეალობა. რამაც, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა, როგორც ორგანიზაციების საქმიანობაზე, ასევე ადამიანების ცხოვრებაზე. დისტანციურმა მუშაობამ, თავისუფალი და სამუშაო საათების გამიჯვნის გართულებამ, იზოლაციამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კონფლიქტ მენეჯმენტი. ამასთან, ეკონომიკურმა კრიზისმა და გარკვეულ ბიზნეს სექტორებში მოღვაწე ორგანიზაციების მდგომარეობამ გაზარდა უმუშევრობის დონე. მაგალითად, ბლუმბერგის მიხედვით, 340-მდე კომპანიამ 2020 წელს აშშ-ში გამოაცხადა გაკოტრება, რის მიზეზადაც პანდემია დაასახელეს. ნაშრომში განხილულია კონფლიქტ მენეჯმენტის არსი, მასთან დაკავშირებული შეხედულებები და სწორად მართული კონფლიქტების მნიშვნელობა ორგანიზაციაში. ასევე, წარმოჩენილია კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორები. რაც, რა თქმა უნდა, საკვანძოა კოვიდ პანდემიის გავლენის შესასწავლად. ამასთან, გამოკვეთილია გამოწვევები, რომლის წინაშეც თანამედროვე ორგანიზაციები დგანან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სტრესზე, რომელიც კონფლიქტის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია და რომელზეც პანდემიამ დიდი გავლენა იქონია. ზემოთ ხსენებულ საკითხების ნათელსაყოფად განხილულია სხვადასხვა კვლევა. დისტანციურად დასაქმებულთა საკითხი, პანდემიამდეც აქტუალური იყო, თუმცა ამ მხრივ გარემო მეტად კომპლექსური გახდა. ნაშრომში ასევე მოიცავს სირთულეებს, რომლის წინაშეც კონფლიქტ მენეჯმენტი აღმოჩნა ამ შემთხვევაში, მათ შორის სამსახური-ოჯახი კონფლიქტის შემთხვევაში. დასაქმებულთა უმრავლესობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ, თვეების განმავლობაში დაკეტილმა ტრანსპორტმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, კვების ობიექტებმა და აშ. საკითხს მეტი მნიშვნელობა შესძინა. კვლევებზე დაყრდნობით გამოკვეთილია კონფლიქტ მენეჯმენტის გამოწვევები, ორგანიზაციული კონფლიქტების დინამიკა, მათი შინაარსი, მეთოდები, ფაქტორები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, მენეჯერების როლი, მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები კონფლიქტის გადაჭრის საკითხში. ამასთან, წარმოჩენილია ის დადებითი მხარეები, რომელიც კონფლიქტ მენეჯმენტს შეიძლება მოუტანოს შეცვლილმა გარემომ.
scite is a Brooklyn-based organization that helps researchers better discover and understand research articles through Smart Citations–citations that display the context of the citation and describe whether the article provides supporting or contrasting evidence. scite is used by students and researchers from around the world and is funded in part by the National Science Foundation and the National Institute on Drug Abuse of the National Institutes of Health.
customersupport@researchsolutions.com
10624 S. Eastern Ave., Ste. A-614
Henderson, NV 89052, USA
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.
Copyright © 2024 scite LLC. All rights reserved.
Made with 💙 for researchers
Part of the Research Solutions Family.