ნათია წიკლაშვილი1 თამარი ფოლადაშვილი2
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო
მიზანი: XXI საუკუნეში ცოდნა და ცოდნის ეკონომიკა არის სოციალური ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ინდივიდთა ცხოვრებაში. იგი მიმართულია ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური, მორალური და სოციალური უნარ–ჩვევების განვითარებისკენ, რომლის საბოლოო შედეგი გამოხატულია მატერიალური და არა მატერიალური უზრუნველყოფით.
განათლება ყველა თვალსაზრისით ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ–ერთი ფუნდამენტური ფაქტორია. შეუძლებელია ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე ვისაუბროთ ადამიანურ კაპიტალში არსებითი ინვესტიციების გარეშე. განათლება აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს და აფართოებს შესაძლებლობებს მეტი სარგებლის მისაღებად, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება როგორც ინდივიდისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. გარდა აღნიშნულისა, განათლებულ ადამიანებში ჩნდება მზარდი ინიციატივები შემოქმედებითი საქმიანობის, მეწარმეობის, ტექნოლოგიური განვითარების და სხვა აქტივობების. ამავდროულად, იცვლება და უმჯობესდება შემოსავლების განაწილება მოსახლეობის ჯგუფებს შორის.
წინამდებარე სტატიაში განხილულია სამეცნიერო ლიტერატურა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების მდგრადი განვითარების ძირითადი საკითხები და გამოწვევები.
მეთოდოლოგია/მიდგომა: არსებული პრობლემების გადასაჭრელად წინამდებარე სტატიაში გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები. კვლევამ მოიცვა ათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებები და სასწავლო უნივერსიტეტები. ხარისხობრივი კვლევა ჩატარდა თითოეული დაწესებულების წარმომადგენელთა სიღრმისეული ინტერვიუების ტექნიკის გამოყენებით. რესპოდენტებს თითოეული ინსტიტუციიდან წარმოადგენდნენ რექტორები/პრორექტორები/ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები და სხვა.
შედეგები: კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რაც აფერხებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას განათლებასა და შრომის ბაზართან. ძირითადად ეს დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან, მათ მიერ მიღებული არასაკმარისი ფინანსურ რესურსებთან და რეგიონებში განსხვავებულ ადგილობრივ გამოწვევებთან.
ორიგინალურობა/სამეცნიერო სიახლე: გამოვლენილია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრადი ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი კომპონენტები.
პრაქტიკული ღირებულება/შედეგები: საქართველოს რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებისა და სასწავლო უნივერსიტეტების მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით შევიმუშავეთ რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ არსებულ მდგომარეობას.
საკვანძო სიტყვები: უმაღლესი განათლება, მდგრადი განვითარება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.