ეკა ავსაჯანიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორანტი, თბილისი, საქართველო
Email: avsajanishvilieka96@gmail.com
https://orcid.org/0000-0002-7110-825X
მოკლე აღწერა
აბსტრაქტი. ცვალებადი გარემო ორგანიზაციების საქმიანობას ართულებს. მთავარი, ამ შემთხვევაში, ადამიანური რესურსების სწორად მართვაა, რაც ზრდის ადამიანური რესურსების მენეჯმენტთან დაკავშირებული მეცნიერებების მნიშვნელობას, მათ შორისაა კონფლიქტ მენეჯმენტი. გარემო განსაკუთრებით არასტაბილური გახდა კოვიდ პანდემიის დროს, რომელიც 2019 წელს დაიწყო და სრულიად შეცვალა არსებული რეალობა. რამაც, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა, როგორც ორგანიზაციების საქმიანობაზე, ასევე ადამიანების ცხოვრებაზე.
დისტანციურმა მუშაობამ, თავისუფალი და სამუშაო საათების გამიჯვნის გართულებამ, იზოლაციამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კონფლიქტ მენეჯმენტი. ამასთან, ეკონომიკურმა კრიზისმა და გარკვეულ ბიზნეს სექტორებში მოღვაწე ორგანიზაციების მდგომარეობამ გაზარდა უმუშევრობის დონე. მაგალითად, ბლუმბერგის მიხედვით, 340-მდე კომპანიამ 2020 წელს აშშ-ში გამოაცხადა გაკოტრება, რის მიზეზადაც პანდემია დაასახელეს.
ნაშრომში განხილულია კონფლიქტ მენეჯმენტის არსი, მასთან დაკავშირებული შეხედულებები და სწორად მართული კონფლიქტების მნიშვნელობა ორგანიზაციაში. ასევე, წარმოჩენილია კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორები. რაც, რა თქმა უნდა, საკვანძოა კოვიდ პანდემიის გავლენის შესასწავლად. ამასთან, გამოკვეთილია გამოწვევები, რომლის წინაშეც თანამედროვე ორგანიზაციები დგანან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სტრესზე, რომელიც კონფლიქტის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია და რომელზეც პანდემიამ დიდი გავლენა იქონია. ზემოთ ხსენებულ საკითხების ნათელსაყოფად განხილულია სხვადასხვა კვლევა.
დისტანციურად დასაქმებულთა საკითხი, პანდემიამდეც აქტუალური იყო, თუმცა ამ მხრივ გარემო მეტად კომპლექსური გახდა. ნაშრომში ასევე მოიცავს სირთულეებს, რომლის წინაშეც კონფლიქტ მენეჯმენტი აღმოჩნა ამ შემთხვევაში, მათ შორის სამსახური-ოჯახი კონფლიქტის შემთხვევაში. დასაქმებულთა უმრავლესობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ, თვეების განმავლობაში დაკეტილმა ტრანსპორტმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, კვების ობიექტებმა და აშ. საკითხს მეტი მნიშვნელობა შესძინა.
კვლევებზე დაყრდნობით გამოკვეთილია კონფლიქტ მენეჯმენტის გამოწვევები, ორგანიზაციული კონფლიქტების დინამიკა, მათი შინაარსი, მეთოდები, ფაქტორები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, მენეჯერების როლი, მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები კონფლიქტის გადაჭრის საკითხში. ამასთან, წარმოჩენილია ის დადებითი მხარეები, რომელიც კონფლიქტ მენეჯმენტს შეიძლება მოუტანოს შეცვლილმა გარემომ.