The purpose of the study was to assess the effectiveness of remote work and the determining factors of its development. Based on the survey for December 2020 - January 2021, with 528 employees of insurance companies in Georgia, the features of remote work have been determined. The factors influencing the effectiveness of remote work were substantiated by the Principal Component Analysis (PCA). Structural modeling confirmed the qualitative nature of the influence of the intensity of remote work on the level of its effectiveness, taking into account the factors of its effectiveness. The regularities and priority of the impact of the characteristics of the effectiveness of remote work depending on the intensity of the remote work have been substantiated. The optimal volume of remote work has been determined empirically. Its maximum efficiency is ensured in terms of increasing the productivity and satisfaction of employees of insurance companies.
ეკა მაღლაფერიძე დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო E-mail: emaghlaperidze@gmail.com http://orcid.org/0000-0002-2126-4369 მოკლე აღწერა თანამედროვე მსოფლიოში დისტანციური მუშაობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა, განსაკუთრებით აქტუალური კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში გახდა, როდესაც კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა იძულებული გახდა თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაეყვანა. აქედან გამომდინარე, საინტერესოდ მიგვაჩნია თანამშრომელთა განწყობისა და დამოკიდებულებების შესწავლა დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული იქნა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებში დასაქმებული პირები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა დისტანციური მუშაობისას სასურველი სამუშაო რეჟიმის (სახლიდან მუშაობა, ოფისიდან მუშაობა, შერეული სისტემით მუშაობა) გამოვლენა დემოგრაფიულ ფაქტორთა (სქესი, ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა) გავლენისას. ასევე, კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის შესწავლა თუ როგორ აღიქვამენ საკუთარ კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს დისტანციურად მომუშავე ადამიანები და რა გავლენა აქვს კომპანიაში მუშაობის სტაჟსა და სამუშაო პოზიციას დისტანიცურ მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემუშავებული რეკომენდაციები მრავალ კომპანიას დაეხმარება დისტანციური მუშაობის რეჟიმის წარმატებით დანერგვასა და მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევაში.
ეკა მაღლაფერიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო Email: emaghlaperidze@gmail.com https://orcid.org/0000-0002-2126-4369 დავით დუგლაძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო Email: dugladzedavit@gmail.com https://orcid.org/0000-0001-6738-5409 მოკლე აღწერა თანამედროვე მსოფლიოში დისტანციური მუშაობა, რომელსაც ტელეკომუტინგსაც უწოდებენ, საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, უკანასკნელი წლების განმავლობაში კი მუშაობის აღნიშნული ფორმის დანერგვის მაჩვენებელი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა. ინტერნეტი ახალი ეკონომიკის საფუძველი გახდა, რომელიც გლობალიზაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. თუმცა, დისტანციური მუშაობა განსაკუთრებით აქტუალური კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში გახდა, როდესაც კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა იძულებული გახდა თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაეყვანა. დისტანციური მუშაობა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან გლობალურმა პანდემიამ კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა: დისტანციური მუშაობა საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი და შეუცვლელი წინაპირობა გახდა. თანამედროვე ციფრული სამყაროს გავლენით სამუშაო ადგილის კლასიკური მნიშვნელობა შეიცვალა და დღეს, ისე როგორც არასდროს, დისტანციური მუშაობა წარმოადგენს დასაქმების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ შრომითი შეთანხმების ფორმას. დღეს ადამიანთა შრომითი მოტივაციის უმთავრეს ფაქტორს მხოლოდ ხელფასი აღარ წარმოადგენს, მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური კეთილდღეობა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და აღქმული ავტონომიის შეგრძნება. კონკურენტული გამოწვევების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თანამშრომლების მოტივაცია, რადგან მის გარეშე რთულია ისეთი ერთგული თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება, რომლებიც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს არ ეძებენ შრომის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, საინტერესოდ მიგვაჩნია თანამშრომელთა დამოკიდებულებების შესწავლა დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით. მოცემული კვლევით ჩვენ გამოვავლინეთ დისტანციური მუშაობის თავისებურებები, დავადგინეთ კავშირი სამუშაო პოზიციებსა (უმაღლესი დონის მენეჯერები, საშუალო დონის მენეჯერები და სპეციალისტები) და თანამშრომელთა სამსახურით კმაყოფილებას შორის. შევისწავლეთ ასევე თანამშრომელთა თვითშეფასებაზე დაფუძნებული პროდუქტიულობა, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები და სხვა საინტერესო საკითხები დასაქმებულთა სამუშაო პოზიციების ჭრილში. მოცემული კვლევის შედეგების გამოყენება მრავალ კომპანიას დაეხმარება დისტანციური მუშაობის ფორმატის წარმატებით დანერგვასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
scite is a Brooklyn-based organization that helps researchers better discover and understand research articles through Smart Citations–citations that display the context of the citation and describe whether the article provides supporting or contrasting evidence. scite is used by students and researchers from around the world and is funded in part by the National Science Foundation and the National Institute on Drug Abuse of the National Institutes of Health.
customersupport@researchsolutions.com
10624 S. Eastern Ave., Ste. A-614
Henderson, NV 89052, USA
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.
Copyright © 2024 scite LLC. All rights reserved.
Made with 💙 for researchers
Part of the Research Solutions Family.